ახალგაზრდების ხმა

03 May 2019 Radio Helping Hand

"ახალგაზრდების ხმა" განსხვავებული აზრის მქონე ახალგაზრდები ერთ სივრცეში იკრიბებიან: როგორ მომავალს გვთავაზობს განათლების სამინისტრო, რა მატერიალური პრობლემების წინაშე დგანან წინა თაობები, რას მოიცავს ბულინგი, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი, რას ეძახის ახალგაზრდა თაობა არტ-ხელოვნებას. გვისმინეთ ყოველ ოთხშაბათს 16:00 საათზე სსიპ- ალ. ცინცაძის სახელობის ქ. თბილისის N150 საჯარო სკოლის მოსწავლეების ხმა ონლაინ რადიოში.

გაიგე მეტი
რადიოსკოპი

03 May 2019 Radio Helping Hand

უსმინეთ ყოველ ორშაბათს, 16:00 საათზე გადაცემა „რადიოსკოპს", სადაც 165-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები განიხილავენ საინტერესო და აქტუალურ თემებს. გადაცემაში გვექნება ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი დისკუსიები, ხალხისთვის უცნობ პირებთან.

გაიგე მეტი
რადიოHEAD

03 May 2019 Radio Helping Hand

მოხალისეთა რადიო „ჩემი ხმა“ წარმოგიდგენთ გადაცემას „რადიოhead”, რომელზეც მუშაობენ 123-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები. ყოველ ორშაბათს, დღის 12:00 საათზე ჩვენ ვსაუბრობთ აქტუალურ, პრობლემურ, შემეცნებით და გასართობ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანი და საინტერესოა უფროს კლასელებისა და მათი მშობლებისთვის. გადაცემა მოგაწვდით ინფორმაციას მოზარდების თვალით დანახულ თანამედროვე რეალობაზე.

გაიგე მეტი
ფარდის მიღმა

03 May 2019 Radio Helping Hand

ონლაინ რადიო ,,ჩემ ხმაზე“ ყოველ პარასკევს 7 საათზე გავა სკოლა გრაალის გადაცემა ,,ფარდის მიღმა“, სადაც ვისაუბრებთ ადამიანის უფლებებზე, გავაკეთებთ საინეტერესო რეპორტაჟებს და გვეყოლება სტუმრები, რომელთა ამბებიც დიდ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენზე. გვისმინეთ www.myvoice.ge

გაიგე მეტი
"ევრიკა"

20 Apr 2019 Radio Helping Hand

ქ. თბილისის 23-ე საჯარო სკოლის რადიოწამყვანები წარმოგიდგენთ გადაცემას ,,ევრიკა”, ყოველ სამშაბათს, 17:00 საათზე მოისმინეთ ჩვენი სიხარულისა და აღტაცების შეძახილი რადიო „ჩემი ხმის“ ეთერში. მოგიყვებით საინტერესო ამბებით გაჯერებულ, აქტუალურ და გულწრფელ ისტორიებს. მოგვისმინეთ და ისიამოვნეთ!

გაიგე მეტი
"მემკვიდრეობა"

18 Feb 2019 Radio Helping Hand

გადაცემას წარმოგიდგენთ თბილისის #82 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის "რადიო ჩემი ხმა სკოლებში" ფარგლებში

გაიგე მეტი
კალეიდოსკოპი

18 Feb 2019 Radio Helping Hand

როგორ აფასებენ ახალგაზრდები ქვეყანაში არსებულ მწვავე პრობლემებს, გამოწვევებს და რაში ხედავენ გამოსავალს... ყოველ ორშაბათს, 20:00-ზე რადიოგადაცემა „კალეიდოსკოპი" მრავალ კითხვაზე გაგცემთ პასუხს!
გადაცემას უძღვებიან ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები.

გაიგე მეტი
"ჩვენ ირგვლივ"

18 Feb 2019 Radio Helping Hand

ყოველ პარასკევს 18:00 საათზე, თბილისის 71-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ონლაინ რადიო "ჩემი ხმის" ეთერში წარმოგიდგენენ გადაცემას "ჩვენ ირგვლივ".
გაიგე მეტი
ჰორიზონტს მიღმა

04 May 2017 Radio Helping Hand

ესმა გუმბერიძესთან ერთად სტუმრები საუბრობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებსა და ბარიერებზე და არამხოლოდ!..
გაიგე მეტი
სოციალური მედიის გავლენას თინეიჯერებზე

07 Aug 2019 Radio Helping Hand

სოციალური მედიის ერთ-ერთი პლატფორმა - ინტერნეტი შეიძლება, როგორც სასარგებლო. ასევე საზიანოც კი იყოს. მოსახლეობის უმრავლესობა ყოველდღიურად იყენებს სოციალურ მედიას და მისი საშუალებით ასაჯაროებს საკუთარ ცხოვრებას. მაგრამ ყველაზე ხშირად ამ ქმედებით 12-18 წლის მოზარდები არაინ დაკავებულნი.
დადებითი თვისება რაც სოციალური მედიის მოხმარებას ახასითებს არის ის, რომ თინეიჯერები ინტერნეტის საშუალებით უამრავი ახალი, საინტერესო, მათთვის უცნობი, გამოსადეგი და სასარგებლო ინფორმაციებს შესახებ იგებენ. ასევე, ისინი ეცნობიან ტექნოლოგიას და გარკვეულები ხდებიან მის სისტემაში რაც სამომოვალოდ მათთვის გამოსადეგი იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სოციალური მედიის საშუალებით მოზარდებს საშუალება ეძლევათ საჯაროდ თქვან საკუთარი სიტყვა, მონაწილეობა მიიღონ უამრავ აქტივობაში, შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ და გაიცნონ ხალხი მსოფლიოს გარშემო.
მაგრამ, სამწუხაროდ სოციალური მედია თინეიჯერებისთვის ზოგჯერ შეიძლება ზედმეტად ჩახლართული, საფრთხის მომტანი და საზიანო იყოს. ინტერნეტს არ გააჩნია საზღვრები. ის ვერც ახალგაზრდებს უფრთხილდება სათანადოდ. მოზარდები სოციალური მედიის საშულებით საზოგადოების ისეთ ნაწილთან ურთიერთობენ გაუაზრებლად, რომელთაც მათთან მიმართებაში არც ისე კარგი მიზნები ამოძრავებთ. ალბათ ყველა თქვენგანს სმენია იმის შესახებ, თუ რამდენად სახიფათო და საზიანო რამაა ბულინგი, განსაკუთრებით თუ ის ინტერნეტის საშუალებით ვრცელდება. ძალიან ხშირად თინეიჯერები კიიბერ ბულინგის(ონლაინ ბულინგის) მსხვერპლნი ხდებიან. მათ უვრცელებენ პირად ინფორმაციებს და მათზე ფსიქოლოგიურად ზემოქმედბენ. ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ ასეთ შემთხვევებში მოზარდები ვერავისგან იღებენ დახმარებას, იკეტებიან საკუთარ თავებში და ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი სიტუაციები სავალალო შედეგითაც კი მთავრდება. ასევე, კიდევ ერთი უარყოფითი თვისება რაც სოციალური მედიის ხშირ გამოყენაბას გააჩნია არის ის რომ მოზარდები ხდებიან ზედმეტად დამოკიდებულები კომპიუტერულ თამაშებზე და მათი რეგულარული გამოყენება აგრესიულს ხდის მათ და ფსიქიკურ მდგომარეობას უზიანებს.
საბოლოოდ, ამ ბლოგის საშუალბით გვინდა გითხრათ ის, რომ სოციალური მედია როგორც სასარგებლო, ასევე მეტად საზიანოც კი შეიძლება იყოს ჩვენთვის. საჭიროა ვიყოთ ზომიერები და ფრთხილები ინტერნეტის მოხმარებისას რათა თავიდან ავიცილოთ ჩევნთვის სავალალო სიტუაციები.

გაიგე მეტი
რა არის ბედნიერება?

07 Aug 2019 Radio Helping Hand

ჩემი აზრით, ბედნიერება არის ყველა წვრილმანი აღებული და თავმოყრილი ერთად.

ვიცი, რომ თითოეულ თქვენგანს ბევრჯერ გაგიგიათ ფრაზა “წვრილმანებშია ბედნიერება.” ამ ფრაზაზე ბევრს ეცინება, მაგრამ რომ დავუფიქრდეთ ეს მართლაც ასეა.

ასევე ვფიქრობ, ბედნიერება მოკლევადიანია, ის მოდის და მიდის, რომ დავუკვირდეთ მხოლოდ რამოდენიმე წუთით ვგრძნობთ თავს ბედნიერად.

და კიდევ ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, რაშია ბედნიერება?

ვვარაუდობ ამ კითხვაზე ყველა ადამიანს განსხვავებული პასუხი აქვს, მაგრამ ყველაზე გულწრფელ პასუხს ბავშვებისაგან მოვისმენთ, რადგან ისინი მარტივად უყურებენ სამყაროს და თავს ბედნიერად გრძნობენ და რაც შეეხება ზრდასრულ ადამიანებს, ისინი რთულად აღიქვამენ ბედნიერებას და მათთვის ის ძნელი მოსაპოვებელია. ბედნიერებას ადამიანები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ.

ბევრი ადამიანი ბედნიერებას ხედავს სხვის სიხარულში, ზოგისათვის ბედნიერება ოჯახის კარგად ყოფნაა, სხვისთვის ბევრი მეგობარი, ზოგისთვის, კი გაგეცინებათ და ჭამაა, ზოგისთვის წარმატებაშია ბედნიერება, ზოგისთვის საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნაშია, ზოგისთვის სიყვარულშია ბედნიერება და აღარ გავაგრძელებ, რადგან ის უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. ამ კითხვაზე ყველას განსხვავებული პასუხი ექნება ყოველთვის.

პირადად ჩემთვის ბედნიერებაა, როდესაც ვხედავ გარშემომყოფებისაგან წამოსულ სითბოსა და სიყვარულს, როდესაც ვიცი, რომ მენდობიან და სჯერათ ჩემი, ხოლო რაშია ბედნიერება?! ჩემთვის ბედნიერება არის ყველა იმ დეტალში, რაც ღიმილს მგვრის, ხანდახან წარსულზე ფიქრით ვარ ბედნიერი, ხანდახან იმ ადგილას ყოფნით, სადაც დაუვიწყარი მოგონება მაკავშირებს, ხანაც უბრალოდ,ერთი შეტყობინებით.

როგორც ვახსენე ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად ხედავს ბედნიერებას, ისევე როგორც მე.

მაგალითად ადამიანებისგან ბევრჯერ გამიგია ასეთი ფრაზა “იმ მომენტში ისეთი ბედნიერი ვიყავი...”

ჩემი აზრით, სწორედ იმ მომენტის გახსენების დროსაც იგივენაირად ბედნიერი ხდები, როგორც მაშინ იყავი, პირადად მე ასე ვარ უმეტეს შემთხვევაში, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ეს ბედნიერება მხოლოდ რამოდენიმე წამს გრძელდება.

არ ვიცი, რამდენ თქვენგანს გსმენიათ არისტოტელეს ეს ფრაზა “ბედნიერება ადამიანის არსებობის უმთავრესი მიზანი და მნიშვნელობაა.” ეს მართლაც ასეა,ადამიანი მიზანს იმიტომ ისახავს, რომ შემდგომ, მომავალში იყოს ბედნიერი, სწორედ ასეთმა ადამიანებმა იციან ბედნიერების სრული მნიშვნელობა და მიისწრაფვიან ბედნიერებისაკენ.

საბოლოოდ კი გირჩევთ ჩემო მეგობრებო, რომ ბედნიერება ეძებოთ თქვენ ირგვლივ, დაისახოთ მიზნები, რომ იყოთ ბედნიერები და დამიჯერეთ თქვენი ცხოვრება იმაზე მეტად მრავალფეროვანი და სასიამოვნო გახდება.

გაიგე მეტი
ქველმოქმედება

07 Aug 2019 Radio Helping Hand

 

დღეს გვინდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვან აქტივობაზე - ქველმოქმედებაზე გესაუბროთ.
ჩვენ ყოველდღიურად ვიგებთ უამრავი გაჭირვებული ადამიანის ისტორიას, რომლებიც დაუყონებლივ საჭიროებენ დახმარებას. მათ უმრავლესობას უსახსრობისა და სუსტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უხდება ცხოვრების უმძიმეს პირობებში გატარება. სანამ ჩვენ სახლში ვსხედვართ და იმაზე ვფიქრობთ თუ ხვალ რომელ რესტორანში დავსხდეთ და რა საჭმელი მივირთავათ, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკიდურეს პირობებში გადარჩენისთვის იბრძვის. ხშირად ცხოვრება იმდენად ქაოსურია, რომ გვავიწყდება იმ უმნიშვნელოვანესი პრობლემების შესახებ, რომლებიც გარშემო ხდება. ჩვენი მთვარი მიზანი ყოველდღიურად ხალხის დახმარება, სიკეთის კეთება და ისეთი პრობლემების გადაჭრა უნდა იყოს, რომელიც ჩვენ და ჩვენს გარშემომყოფთა ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. რათქმაუნდა, ყველას არ შესწევს იმის ძალა რომ აქტიური ქველმოქმედი გახდეს, მაგრამ მონდომებას წინ არაფერი უდგას. მთვარია ვეცადოთ, როგორც შევძლებთ ისე. თუ ჩვენი მცდელობა ერთი კონკრეტული ადამიანის დღეს მაინც შეცვლის მაშინ შეგვეძლება, ვთქვათ, რომ შრომას ტყუილად არ ჩაუვლია. იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როდესაც სხვის გაღიმებულ და იმედით სავსე სახეს ხედავ და იცი,რომ ამ ყველაფრის მიზეზი შენ ხარ. ყველაზე მნიშნელოვანი რაც გვმართებს ერთად ყოფნაა. ქართველი ხალხი ადრეული დროიდანვე ყველა წარმატებას ერთიანი მოქმედებით აღწევდა. სწორედ ასე უნდა ვიქცეოდეთ ერთმანეთის დახმარებისასაც.
არ გადააგდოთ ის ტანსაცმელი, რომელსაც უკვე წლებია აღარ იცვამთ, არ მოისროლოთ ნაგავში საჭმელი, რომელიც მაციავრში3 დღეა დევს, არ გადაყაროთ წიგნები, რომლებიც რახანია თაროზე აწყვია. გადით ქუჩაში და გარშემომყოფ გაჭირვებულებს დაურიგეთ ეს ყოველივე, ჩააბარეთ ეკლესიებში, აჩუქეთ ბებიებს, რომლებიც ცივ ზამთარში ლიმონს ყიდიან.
გავხადოთ მსოფლიო უკეთესი ადგილი საცხოვრებლად და შევეცადოთ ერთმანეთს ჩვენი ცხოვრების უმძიმეს წუთებში არ მოვაკლოთ მხარდაჭერა და დახმარება, იქნება ეს მატერიალური თუ სულიერი.
ბლოგი მომზადებულია თბილისის 165- ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ
გაიგე მეტი
ტრეფიკინგი

07 Aug 2019 Radio Helping Hand

ტრეგიკინგი ინგლისური სიტყვა, რომელიც ნიშნავს აკრძალული საქონლით ვაჭრობას. ეს ნიშნავს კონტრაბანდისტების ან სხვა დამნაშავე პირების მიერ ადამიანებით ვაჭრობას სექსუალური დამონების, იძულებითი შრომის, ან იძულებითი პროსტიტუციის მიზნით.
ტრეფიკინგი ადამიანების უფლებების სერიოზული დარღვევაა, რომელიც მსხვერპლს დიდ სულიერ და ფიზიკურ ზიანს აყენებს. ზიანი ხშირად ისეთი მძიმეა, რომ სამედიცინო ჩარევის შემთხვევაშიც კი ვერ ხდება მსხვერპლის ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის სრულად აღდგენა. ტრეფიკინგის დანაშაული სხვადასხვა ეტაპებისგან შედგება.
პირველი ეტაპი არის გადაბირება – მოტყუებით ან ძალისმიერი გზით.
მეორე ეტაპს წარმოადგენს გადაყვანა – კანონიერად თუ უკანონოდ საზღვრების კვეთა ან ქვეყნის ფარგლებში გადაადგილება.
მესამე ეტაპი კი ექსპლუატაციაა – ადამიანების მოვაჭრის მიერ მსხვერპლის გამოყენება ან გაყიდვა ფინანსური სარგებელის მიღების მიზნით.
ადამიანით ვაჭრობის სფეროში, საქართველო იყო მესამე კატეგორიის ქვეყანათა შორის, იგულისხმება ამ მხრივ ყველაზე ცუდი მონაცემების მიხედვით, სადაც ტრეფიკინგი ყვაოდა და დაბრკოლება არ ექმნებოდა გასული წლის პირველ ნახევრამდე.
ადამიანებით ვაჭრობა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დარღვევას და ადამიანის ღირსებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს. იგი ართმევს ბავშვებს უფლებას, შეინარჩუნონ იდენტურობა, მიიღონ განათლება, ჯანდაცვა, შეეძლოთ დასვენება და გართობა თავისუფალ დროს, ართმევს, ასევე, უფლებას, არ დაექვემდებარონ ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას. ევროპაში ბავშვების ტრეფიკინგი, ჩვეულებრივ, სექსუალური ექსპლუატაციის ან იძულებით შრომის მიზნით ხდება. ვინაიდან ტრეფიკინგის მსხვერპლ ბავშვებს არწმუნებენ, რომ მათ არ გააჩნიათ ალტერნატივა, ბავშვებს ხშირად არა აქვთ მოტივაცია, თავი დააღწიონ ამ მდგომარეობას.
ბლოგზე მუშაობდა 165-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ნიორაძე.
გაიგე მეტი
რეინკარნაცია

07 Aug 2019 Radio Helping Hand

რეინკარნაცია ნიშნავს ადამიანის ფიზიკური სიკვდილის შემდგომ სულის სხვა ადამიანში გადასახლებას. რეინკარნაციის ცნება 3000 წლის წინ წარმოიშვა. ის წარმოიქმნა სხვადასხვა ტერიტორიაზე და დროთა განმავლობაში სხვადასხვა კულტურაში გავრცელდა. დღესდღეობით მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობას სჯერა რეინკარნაციის; თუმცა რამდენადაც დიდია კულტურებს შორის სხვაობა, იმდენადვე განსხვავებული რწმენები გააჩნიათ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს სიკვდილის შემდგომ სულის ცხოვრებასთან დაკავშირებით.
განსხვავებულ რელიგიებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ რეინკარნაციის მიმართ.
ჰინდუიზმის მიმდევრებს სჯერათ, რომ მხოლოდ მტკიცე სულს შეუძლია სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ. მათი რწმენით, სავსებით შესაძლებელია სული ჩასახლდეს საპირისპირო სქესის ადამიანში ან თუნდაც ცხოველში. ჰინდუიზმი გულისხმობს "კარმის" ცნებას, იდეას, რომლის მიხედვითაც ინკარნაციისთვის მზადმყოფი სულის მომავალი მდგომარეობა განისაზღვრება მისი წინა ცხოვრების ქმედებებით. თუმცა დედამიწაზე ცხოვრება მათთვის არასასურველია, ვინაიდან სული მანამ რეინკარნირდება დედამიწაზე, სანამ არ მიაღწევს აღზევებას ნირვანას მდგომარეობამდე.
ბუდიზმი იზიარებს ჰინდუიზმის რამდენიმე ცნებას, თუმცა არის მნიშვნელოვანი განსხვავებებიც. მაგალითისთვის, ერთ-ერთი ბუდისტური მიმდინარეობა – თჰერავადა, რომელიც აზიის სამხრეთ ნაწილში იქნა გავრცელებული, ხაზს უსვამს 'ანარტის' დოქტრინას, ანუ ზოგადი პიროვნულობის არქონას, რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, ახალი პიროვნულობა იბადება, ხოლო სულს ისეთივე ფუნქცია გააჩნია, როგორიც თითქმის ჩამწვარ სანთელს, რომელიც ალს გადასცემს ახალ სანთელს.
რაც შეეხება კარმას, ბუდიზმში ეს ცნება შედარებით ბუნებრივი მხრიდან არის გაგებული: ახლიდან დაბადება არ არის დასჯის ერთ-ერთი მეთოდი, არამედ კარგი და ცუდი საქციელების ბუნებრივი შედეგია.
ანტიკურ საბერძნეთში მრავალი ბერძენი ფილოსოფოსის ნაშრომი იქნა შემონახული რეინკარნაციის შესახებ, მათ შორის სოკრატესა და პლატონის მოსაზრებები, რომლის მიხედვითაც ადამიანის სული არის უკვდავი, იგი არსებობდა დაბადებამდე და ასევე იბადება რამდენჯერმე; ყოველი სული ირჩევს მის შემდეგ ცხოვრებას, განვლილი პერიოდის გამოცდილების მიხედვით. თავდაპირველად არისტოტელეც იზიარებდა მისი მასწავლებლის, პლატონის ამ იდეას, თუმცა შემდგომში შეეწინააღმდეგა ყოველგვარ უკვდავებას და შექმნა ფილოსოფიის ახალი მიმდინარეობა - მატერიალიზმი.
რაც შეეხება ქრისტიანობას, ეს რელიგია ყოველგვარად უარყოფს სულის ახლიდან ჩასახლებას სხეულში. ადრეული ქრისტიანული ეკლესია სულთა გადასახლების შესახებ იდეას ებრძოდა. ეს იდეა ქრისტიანულ სამყაროში მანიქეველობისა და სხვა აღმოსავლური სწავლებების საშუალებით შემოიჭრა. ამ მოძღვრებასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული ორიგენეს ცრუსწავლება "სულთა წინარე ცხოვრებაზე", რომელიც სასტიკად იქნა დაგმობილი 553 წლის კონსტანტინეპოლის მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, ხოლო მისი მიმდევრები ანათემირებულ იქნენ. ეკლესიის მრავალი მამა წერდა ხსენებული ცრუსწავლების წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი წმიდა ამბროსი მედიოლანელი დასავლეთში, ხოლო აღმოსავლეთში – წმიდა გრიგოლ ნოსელი და სხვანი.
ბლოგზე მუშაობდა 165-ე საჯარო სკოლის მოსწავლე თეკლა ჭელიშვილი
გაიგე მეტი
დიალექტის როლი ქართულ ენაში ანუ ‘’ენას გიწუნებ ფშაველო...’’

07 Aug 2019 Radio Helping Hand

დიალექტი არის ამა თუ იმ ენის მეტყველებრივი ნაირსახეობა გავრცელებული გარკვეულ ტერიტორიაზე ან ეთნიკურ, სოციალურ, პროფესიულ თუ ასაკობრივ ჯგუფში. ენა დროთა განმავლობაში იცვლება და სწორედ, ეს ეთნიკუ-კულტურული დიალექტები ხდება საფუძველი სალიტერატურო ენისა. ქართულ ენაზე საუბრისას არ შეიძლება არ გაგვახსენდეს გრიგოლ ორბელიანის სიტყვები: “რა ენა წახდეს ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძასა წმინდას”. პოეტი მიიჩნევდა რომ ენის დაკნინებით იწყება ერის გადაგვარება. ილია ჭავჭავაძემ, სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსვლისთანავე პირველი პუბლიცისტური წერილი ენის პრობლემებს მიუძღვნა და განაცხადა რომ ერთი მხრივ, სალიტერატურო ენა უნდა დაუახლოვდეს სამეტყველო ქართულს და მეორე მხრივ, იგი უნდა გაიწმინდოს არქაული ფორმებისა თუ რუსული ბარბარიზებისაგან.
საქართველო მრავალფეროვანი ქვეყანაა, საქართველოს კუთხეები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ყოფითა და მეტყველების თავისებურებით და ეს ბუნებრივიცაა. და მაინც, ჩვენი ერისთვის მუდამ პრობლემატური იყო საკითხი, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს დიალექტური ფორმებისადმი. მე ვთვლი, რომ დიალექტური ფორმები ის ფესვებია, რომლისგანაც საზრდოობს სალიტერატურო ენა.
უდიდესი ქართველი ენათმეცნიერის, აკაკი შანიძის, კვლევათა დიდი ნაწილი სწორედ დიალექტების შესწავლას ეძღვნება. დიალექტური მეტყველება უნდა იყოს სამეცნიერო შესწავლის საფუძველი. ჩემი აზრით, თუ გვინდა, ძირფესვიანად შევისწავლოთ ქართული, საჭიროა შევისწავლოთ ჩვენი წინაპრებისთვის დამახასიათებელი ძირძველი სიტყვები და ფრაზებიც, რომლებსაც თანამედროვეობაში აღარ ვხმარობთ. ვინ იცის, იქნებ ისეთი სილამაზე აღმოვაჩინოთ, რომ ხელახლა დამკვიდრება მოგვინდეს. გიორგი ლეონიძემ თავის მოთხრობათა კრებულში “ნატვრის ხე” გამოიყენა კახური დიალექტისთვის დამახასიათებელი, სამწუხაროდ, უკვე დავიწყებული უამრავი სიტყვა, რომლებიც გააცოცხლა და დააბრუნა სალიტერატურო მეტყველებაში.
დიალექტებზე საუბრისას არ შეიძლება არ გაგვხსენებოდა მე_19 საუკუნეში წარმოშობილი წერილობითი კამათი ამ თემაზე. იმ დროს კუთხური მეტყველება ძალიან ჭარბად შემოვიდა და დამკვიდრდა სალიტერატურო თუ სამეტყველო ქართულში. ამასთან დაკავშირებით აკაკი წერეთელი დაუპირისპირდა ვაჟას სიტყვებით “ენას გიწუნებ ფშაველო”. მაგრამ, აკაკიმ ვერ გააცნობიერა, რომ დიალექტის შედევრის შესაქმნელად გამოყენებას ვაჟას გენია სჭირდება. მის თითოეულ ნაწარმოებებს დამახასიათებელი ფშავური დიალექტი სდევს თან, რაც თხრობას უფრო დამაჯერებელს, განსხვავებულსა და ადვილად შესაგრძნობს ხდის. ამასთან “სამანიშვილის დედინაცვალში” გემოვნებით გამოყენებული დიალექტები აცოცხლებს იმერულ გარემოს და ეპოქას. ვაჟა და დავით კლდიაშვილი სწორედ კუთხური მეტყველების გამოყენებამ აქცია ქართული ენის ბრწყინვალე მცოდნეებად.
დიახ, ქართულ ენას მართლაც აქვს ნაკლი, მაგრამ ეს დიალექტი კი არა, ბარბარიზმებია. საბჭოთა კავშირის რეჟიმის ‘’წყალობით’’ ჩვენს ლექსიკონში დღემდე უამრავი, ყოვლად უსაფუძვლოდ დამკვიდრებული რუსული სიტყვაა. თუმცა, დღეს ქართულ ენაში რუსული ბარბარიზმების ნაცვლად გვხვდება ინგლისური სიტყვები. ეს ის სენია, რომელთანაც გამკლავებას მხოლოდ ერთობლივი ძალებით, ცნობიერების ამაღლებით თუ შევძლებთ. აქვე გამოვიყენებთ შესაძლებლობას და კვლავ შეგახსენებთ #წერექართულად, ეს მნიშვნელოვანია.
მიხედავად ჩვენი პოზიტიური დამოკიდებულებისა, არის ხაზი, რომელზე გადაბიჯებაც არ შეიძლება. დაუშვებელია დიალექტური ფორმების დიდი რაოდენობით მოზღვავება როგორც ლიტერატურაში(“გურულის დღიურები”), ისე სატელევიზიო სივრცეში (სერიალუი “ჩემი ცოლის დაქალები”). ამ შემთხვევებში დიალექტი გამოყენებულია დიალოგის ყოველ ეტაპზე და იგი ახლოსაც ვერ მიდის თანამედროვე სალიტერატურო ენასთან. მნიშვნელოვანია, რომ საჯარო გამოსვლებისას პოლიტიკოსები, თუ ცნობადი სახეების საუბრობდნენ სალიტერატურო ენით, რამეთუ ახალმა თაობამ არ ჩათვალოს დიალექტები ჩვეულებრივ სალაპარაკო ენად.
საბოლოოდ დავასკვენით რა ა) უნდა შევისწავლოთ ქართული ენა და გავიხსენოთ ძირძველი სიტყვები, ბ) მაგრამ ამავდროულად უნდა ვერიდოთ დიდი რაოდენობით მოზღვავებას ბარბარიზმებისა, და გ) საქართველოს კუთხეებისთვის დამახასიათბელი ენის უგემოვნოდ გამოყენებას.
 
თამარ ბასიაშვილი, ელენე გვალია.
 
 
გაიგე მეტი
რაზე ვიფიქროთ უძილობისას, როცა ცხვრების დათვლა არ შველის.

07 Aug 2019 Radio Helping Hand

ოდესმე გიფიქრიათ, რა კავშირი აქვს ერთმანეთთან პიროვნული დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვასა და საზოგადოებასთან ზნეობრივ შეთანხმებას? ნუთუ პირველი ჩენი თვითმიზანია, მეორე კი გვაფერხებს ამ მიზნის მიღწევაში? მართლაც, ერთი შეხედვით ეს ორი ცნება ვერ დაძმობილდებოდა. მაგრამ ჩვენ ბევრი დრო გვაქვს, ძილი კი ჯერ არ მოდის, ამიტომ ვიფიქროთ.
თანამედროვე სამყაროში დამოუკიდებლობა და თავისუფლება სოციუმის ყველა წევრისთვის უმთავრესი სურვილი და მიზანია. როცა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებისეული დეტალები და მოთხოვნილებები დიდი კორპორაციების წინასწარი განზრახვაა; როცა თანამედროვე ნაწარმოებები, ანუ მოსახლეობის სულიერი საზრდო, დღითიდღე მეტად ზედაპირული და ფართო მასებზე მორგებული ხდება, ამგვარ პირობებში პიროვნული ნებისა და აზრის მქონე ინდივიდად დარჩენა მართლაც რომ გამოწვევაა. მიუხედავად ამისა, თვითრეალიზებისკენ ასეთმა სწრაფვამ მეორე უკიდურესობისაკენ შეიძლება მიგვიყვანოს: დავივიწყოთ ჩვენი, როგორც ოჯახის, საზოგადოების წევრის, პასუხისმგებლობები. სამწუხაროდ, დღევანდელი ახალგაზრდობა(და არა მარტო) ამის მაგალითია. ხშირად სიტყვა თავისუფლებას აღვიქვამთ, როგორც უფლებას, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც მოგვესურვება. სინამდვილეში, თავის,,უფლება“ საკუთარ თავზე გამარჯვებას ანუ საკუთარი თავის შეცნობას, მოვალეობებისა და სურვილებვის გაცნობიერებას აღნიშნავს.
ამერიკელი პოლიტიკოსი ჰარი ბრაუნი ამბობს: ,, თავისუფლება და პასხისმგებლობა არ არის დაკავშირებული ცნებები. ეს ორი სიტყვა ერთი და იგივე რამაა.“ჩემი აზრით, სწორედ ისაა ჭეშმარიტად დამოუკიდებელი ადამიანი, ვისაც შეუძლია პიროვნული ამბიციებისა და საზოგადოების მოთხოვნებს შორის ოქროს შუალედი იპოვოს.
ამრიგად, პიროვნული დამოუკიდებლობა არა თვითმიზანი, არამედ ღირსეული ცხოვრების საშუალებაა. წესით, ცხოვრების სწორი იდეოლოგიის ჩანერგვა თაობებში განათლების სისტემას აკისრია. თუმცა, ამ მხრივ საქართველოში აღსანიშნავი პრობლემებია: სისტემა ორიენტირებულია არა ინდივიდუალურობის, შემოქმედებითობისა და კრეატიული მსჯელობის განვითარებაზე, არამედ უპირატესობას ანიჭებს მოსწავლეებისთვის უზარმაზარი ფაქტობრივი მასალის მიწოდებას. იმ ფაქტობრივი მასალის, რომელსაც მათზე უკეთესად ინახავს და საჭიროების შემთხვევაში, დაბრკოლების გარეშე ავრცელებს კომპიუტერი. თანამედროვე ტექნიკაში მნიშვნელოვანი წინსვლა ფიქსირდება: მალე რობოტები მექანიკურ საქმიანობაში ადამიანებს ჩაანაცვლებენ. რობოტ,,სოფიას“ შესაბამისი ბრძანების აღქმის შემდეგ შეუძლია ხელოვნური ცრემლები დაღვაროს. მაშ, რით განსხვავდება ადამიანი ამ ციფრებისა და ფაქტებისაგან აწყობილი კომპიუტერისგან? იმით, რომ ადამიანს აქვს ემოციები, მორალი, განსჯის და ფიქრის უნარი; უფლება, გააკეთოს არჩევანი კარგსა და ცუდს შორის. სწორედ ჩვენი ნაკლოვანებები და შესაბამისად წარმოქმნილი თვითდახვეწის სურვილი განგვასხვავებს და მაღლა გვაყენებს ტექნიკაზე. ეს პიროვნული თავისუფლებაა.
ჯერ არ გვძინავს? მაშინ გავაგრძელოთ. კაცობრიობამ დიდი გზა გამოიარა პირველყოფილი ხანიდან დღემდე. სიმართლე რომ ითქვას, ცხოველთა სამყაროში ჩვენ არასდროს გვქონდა გადარჩენისთვის აუცილებელი უპირატესობანი. არ გვქონდა სხვა მტაცებლებისთვის დამახასიათებელი ფიზიკური შესაძლებლობანი, ჩვენი ნაშიერი კი სუსტი იყო და გაჩენიდან რამდენიმე წელი დამოუკიდებლად ვერ ცოცხლობდა. მაშ, რამ განაპირობა ის, რომ დღეს ჩვენ პირამიდის თავში გვაქვს დამკვიდრებული ადგილი, როგორც ყველაზე განვითარებულ სახეობას? ანთროპოლოგები ამაზე მუდამ კამათობენ, თუმცა არსებობს ერთი, ყველაზე გავრცელებული ახსნა: ადამიანთა არსება მიიღწვის სოციუმის ჩამოყალიბებისაკენ. ჩვენ ვპოულობთ, ვიცნობთ და ვიცავთ ერთმანეთს, მაშინაც კი, როცა ჩვენს სიცოცხლეს ამის გამო საფრთხე ემუქრება. ეს დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილებაა. გადაწყვეტილება ერთად ყოფნის, დათმობისა და ზრუნვის შესახებ, რომელიც აღემატება ინსტინქტს. სწორედ ამით დგას(ზოგი) ადამიანი (ზოგ) ცხოველზე მაღლა. ეს კი_ საზოგადოებასთან ზნეობრივი შეთანხმებაა, რომელიც ვერ მიიღწევა პიროვნული თავისუფლების მოპოვების გარეშე.
აი, უკვე თვალები გვეხუჭება, და საბოლოოდ ვასკვნით, რომ ზემოთ ნახსენები ორი ცნება გადაჯაჭვულია და ერთი მეორის გარეშე ვერ იარსებებს. პიროვნული თავისუფლება აუცილებელია, თუმცა მისი მიღება ადამიანის განვითარების ბოლო ეტაპი არ არის. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ გვაქვს უფლებები, თუმცა ისინი მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი. სწორედ მაშინ, როცა შევძლებთ ვიპოვოთ ბალანსი საკუთარი თავისა და გარშემომყოფების პატივისცემას შორის, გავხდებით კიდევაც ჭეშმარიტად თავისუფალნი. ძილი ნებისა.
თამარ ბასიაშვილი
გაიგე მეტი