გამოფენა-ფორუმი

04 May 2017 Radio Helping Hand

27 აპრილს, ონლაინ რადიო "ჩემი ხმის" გუნდმა “მოხალისეობის გამოფენა - 2017” ში მიიღო მონაწილეობა. მოხალისე-ჟურნალისტებმა გამოფენაზე მოსულ ახალგაზრდებს რადიოს საქმიანობის შესახებ უამბეს და დაინტერესებულ პირებს სამომავლო თანამშრომლობა შესთავაზეს. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდ’’-ის მიერ იყო ორგანიზებული. მისი მიზანი არის მოხალისეობის კულტურის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მძლავრი იარაღის პოპულარიზაცია. "ჰელფინგ ჰენდმა" მშვიდობის კორპუსის მოხალისეების მხარდაჭერით უკვე მეექვსედ უმასპინძლა ყოველწლიურ გამოფენას თბილისში. გამოფენა-ფორუმში მონაწილეობდა 40-მდე სამოქალაქო ორგანიზაცია, რომლებიც ემსახურებიან ახალგაზრდობის გაძლიერებას, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მზრუნველობას მოკლებულ და მიუსაფარ ბავშვებს, უსინათლოებს, სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანებს. ორგანიზაციებს წარმოდგენილი ჰქონდათ კონკრეტული პროგრამები, სადაც სურვილის შემთხვევაში ახალგაზრდებს შეეძლოთ დარეგისტრირება და მოხალისეობრივ საქმიანობებში ჩართვა.