თანაბარი შესაძლებლობა თუ – თანაბარი შედეგი? სოციალური დაწინაურება და გართობის უფლება

20 Apr 2019 Radio Helping Hand

 სოციალური მობილობის, ე.ი საზოგადოების 1 სოციალურ–ეკონომიკურ–ფინანსური ფენიდან სხვაში გადასვლა, განსაკუთრებით კი წინსვლის/გაუმჯობესების მიმართულებით უფრო შესაძლებელი ხდება რიგითი ახალგაზრდებისთვის გარდამავალ პოლიტიკურ პერიოდებში ახალი ხელისუფლების მოსვლისას. ჩამოყალიბებულ და სტაბილურ სტრუქტურებში უფრო ძნელია, რადგან სტატუსკვოს დარღვევა გაბატონებულ ძალას არ სურს. კომფორტიდან გამოსვლა. ახალ ხალხთან მუშაობა. ეს კიდევ 1 მიზეზია, რატომაც ხელისუფლება პერიოდულად უნდა იცვლებოდეს. ასეთ პირობებში საკუთარ საქმეში რომ ფული ჩადო და, მითუმეტეს, რომელიმე არასამთავრობო თუ პოლიტიკურ ორგანიზაციას დაეხმარო შემოწირულობით ან ჩაერთო მის საქმიანობაში, რაც ბევრ დროს მოითხოვს არის სასწაულის ტოლფასი. თანაც ეს ისე უნდა მოხდეს, რომ სამსახურში უფროსობას ამის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდეს, თორემ... ისე კი უთანასწორობა ყველაფერში გამოსჭვივის. 

ავღნიშნავ იმ დისონანსს, რომელიც რომელიმე მოდურ ოფისში დაბალ ხელფასზე მომუშავე რეგიონიდან ჩამოსულ ახალგაზრდას ექმნება თავისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის შედარების დროს ხშირად. რამხელა კონტრასტია. ოფისებში ფუფუნებას ხედავს, იქ კი, სადაც ცხოვრობს, ხშირად ელემენტარული საცხოვრებელი პირობები (ცხელი წყალი, სუფთა და თბილი სააბაზანო/საპირფარეშო) არ აქვს. თუ დააკვირდით, არსად მიხსენებია დასვენება. არადა თუნდაც რუმინეთში, რომელიც ევროკავშირში არცთუ ძალიან მდიდარ ქვეყანად ითვლება, სტუდენტს თავისი სტიპენდიითა და ხელფასით შეუძლია საცხოვრებლის ქირაც, თავის გამოკვებაც და დასვენებაც კი. და ეს ქარხნის მუშებისა და პენსიონერების შვილს, რომელსაც მშობლებისგან დიდი ვერაფერი დახმარების იმედი ვერ აქვს.

ადრე მე და ჩემი ნაცნობი ვლაპარაკობდით, რომ დასვენებაც ახალგაზრდას უფლებაა. მაგრამ როდის გვექნება ისეთი ქვეყანა, სადაც ახალგაზრდას თავის მიერ გამომუშავებული შემოსავლით შეეძლება თავის რჩენაც სრულად და დასვენებაც. წელიწადში თუნდაც რამდენიმე დღე სურამში, მთაში ან ზღვაზე. თუნდაც იაფ ჰოსტელში. დღესდღეობით ეს ოცნებაა, გრძელვადიანი ხედვის ნაწილია მხოლოდ. საშუალო სტატისტიკურ ახალგაზრდას საკუთარი საშუალო სტატისტიკური შემოსავლით, თანაც ისე, რომ ამ დასვენებას გაკოტრება არ მოყვეს შედეგად. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ახალგაზრდებს მშობლები აკონტროლებენ, აქვთ რა მათზე ფინანსური ძალაუფლება. მაგრამ პირიქითაც რომ შევხედოთ. უფროსების მიერ დაწესებული შეზღუდვები, შეიძლება, სწორედ იმ ფინანსური სიდუხჭირის პირობებში თანაცხოვრებისთვის აუცილებელი იყოს. მაგალითად, თუ ახალგაზრდას არ აქვს ფული, რომ მეგობრებთან ერთად სადმე წავიდეს გასართობად. მუდმივად ოჯახში რომ მოიყვანოს და თანაც შეუზღუდავი დროით, ეს ხომ შეიძლება, უსაფრთხოების პრობლემაც იყოს. სახლში ბავშვებია, მოხუცებია. ვიღაცას დაძინება ჭირდება, ვიღაცას– მეცადინეობა. ოჯახისთვის მრავალრიცხოვანი სამეგობრო შეიძლება, არ იყოს ცნობილი. როგორია, კვირაში რამდენჯერმე რომ მოდიან შენთან თითქმის უცნობი ადამიანები. რომ მისცენ მშობლებმა ახალგაზრდას ფული, გართობა საკმაო ხარჯს მოიტხოვს. ოჯახს კი პრიორიტეტები აქვს დასასახი, რესურსები ყველა წევრზე გადასანაწილებელი პირველადი საჭიროებისდა მიხედვით. თანაც გართობა დანახარჯების მუდმივი წყაროა. ტანსაცმელს და სხვა ნივთებს ერთჯერადად იყიდი და გაქვს. გართობა კი... განგრძობადი პროცესია. 1 თვის შემდეგ, 1 წლის შემდეგ ისევ გაერთობი იმის მოგონებით, თუ როგორ წახვედით სადღაც?

ავტორი ესმა გუმბერიძე

გაგრძელება შემდგომ

#FRIDA

#RadioMyVoice