სოციალური მედია ჩვენ რეალობაში

07 Jun 2019 Radio Helping Hand

ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროში, სადაც ინფორმაციის მისაღებად, მხოლოდ ღილაკზე ერთი თითის დაჭერაა საჭირო. სოციალური მედია ერთ-ერთი უდიდესი ელემენტია ჩვენს ცხოვრებაში, რომლის იგნორირებაც არ შეგვიძლია. ის არის ვებსაიტების, აპლიკაციების და სხვა პლატფორმების კოლექცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვეზიაროთ ან შევქმნათ ნებისმიერი შინაარსის გვერდი, ასევე გვეხმარება მონაწილეობა მივიღოთ და აქტიურად ჩავერთოთ სოციალურ ქსელებში.
ეს თემა მთელ მსოფლიოში, დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზია. ბევრი ფიქრობს, რომ ეს არის კარგი, თუმცა არსებობს ჯგუფი რომელიც ამტკიცებს, რომ ეს უბრალოდ „წყევლაა“. ძირითადად ადამიანებს მიაჩნიათ, რომ სოციალურმა ქსელებმა დაანგრია ადამიანის ურთიერთობები სწრაფი ტემპით და შეცვალა თანამედროვე ახალგაზრდობა. განუსაზღვრელი დროით, ქსელში ყოფნა ხალხს ართმევს ცხოვრების აღქმის უნარს, წყვეტს რეალობას და აკარგვინებს დღევანდელობის შეგრძნებას.
თუმცა მედალს ორი მხარე აქვს. ამ ყოველივესაც აქვს როგორც უარყოფითი, ისე დადებითი მხარეები.
დავიწყოთ დადებითით:
• სოციალური მედია, საშუალებას აძლევს საზოგადოების ზრდასდა ბევრ ბიზნესსაც ეხმარება. ინტერნეტ სივრცეში სულ მცირე რეკლამის განთავსებითაც კი შესაძლებელია, პოპულარული გახდეს ესა თუ ის ბრენდი.
• დამსაქმებელს შეუძლია პოტენციური სამუშაო ადგილის მაძიებელთა პოვნა და დასაქმება. არსებობს ამისათვის უამრავი საიტი, რომელიც გეხმარება მოიძიო შენთვის სასურველი სამუშაო პირობები და ჩაერთო ამ ყველაფერში
• შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გქონდეთ კონტაქტი ადამიანთან, რომელიც მსოფლიოს მეორე ბოლოშია. ოჯახის წევრი რომელიც საზღვარგარეთ არის წასული, სასწავლებლად, სამუშაოდ ან თუნდაც დასასვენებლად. შენ გაქვს სრული პირობები იმისათვის, რომ გქონდეს კონტაქტი მასთან და იყო უფრო მშვიდად.
• შეიძლება გამოყენებული იქნას განათლებისათვის. სოციალური მედია შეგვიძლია უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ. მოვიძიოთ განსხვავებული და საინტერესო ინფორმაციები, ვუყუროთ შემეცნებით ვიდეოებს და კიდევ უამრავი რამ, რაც მომავალში დაგვეხმარება ინფორმირებულობის დონის ამაღლებაში.
ამ ყოველივე სიკეთის მიუხედავად მაინც არის უარყოფითი მხარეები:
• ბევრი ფიზიკოსი მიიჩნევს, რომ სოციალური მედია არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც იწვევს დეპრესიასა და მოწყენილობას ხალხში. ხშირად კი ამ პრობლემას სავალალო შედეგებამდეც კი მივყავართ.
• ყველაზე აქტუალური და მტკივნეული პრობლემა, რომელსაც ყველა ერთხმად აღიარებს, ეს არის დროის უსარგებლოდ ხარჯვა. სტატისტიკურად მოზარდები კვირაში 72 საათს უთმობენ ისეთ სოციალურ ქსელებს როგორიცაა ფეიბუქი და ინსტაგრამი. ადამიანები ათვალიერებენ თავიანთი მეგობრების, ან თუნდაც სრულიად უცხო პირების გვერდებს, თამაშობენ არაფრის მომცემ თამაშებს. თუმცა რატომ? როდესაც შეგიძლია დრო დაუთმო ბევრად საინტერესო საქმეს.
• პირადი ცხოვრების აფიშირება. არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავს არ იკავებენ თავიანთი სურათების და პირადი ინფორმაციის გასაჯაროებისგან. თვლიან, რომ ეს ყოველივე საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა ერთი მცირეოდენი არასწორი ნაბიჯი და..
ხშირად ხალხი გაურკვევლობაშია, არ იციან რომელ აზრს დაეყრდნონ, ვის ენდონ. ეს არ არის მთავარი, მთავარი არის ის თუ როგორ გამოიყენებ. სწორად გამოყენების შემთხვევაში შეგიძლია დიდ წარმატებასაც კი მიაღწიო, ხოლო თუ მას შეუცვლი გამოყენებას, მაშინ უამრავ პრობლემამდე მიგიყვანს. განსაზღვრე შენი ბედი თვითონ!
დათა მიქელაძე
თბილისის №126-ე საჯარო სკოლა