რეინკარნაცია

07 Aug 2019 Radio Helping Hand

რეინკარნაცია ნიშნავს ადამიანის ფიზიკური სიკვდილის შემდგომ სულის სხვა ადამიანში გადასახლებას. რეინკარნაციის ცნება 3000 წლის წინ წარმოიშვა. ის წარმოიქმნა სხვადასხვა ტერიტორიაზე და დროთა განმავლობაში სხვადასხვა კულტურაში გავრცელდა. დღესდღეობით მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობას სჯერა რეინკარნაციის; თუმცა რამდენადაც დიდია კულტურებს შორის სხვაობა, იმდენადვე განსხვავებული რწმენები გააჩნიათ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს სიკვდილის შემდგომ სულის ცხოვრებასთან დაკავშირებით.
განსხვავებულ რელიგიებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ რეინკარნაციის მიმართ.
ჰინდუიზმის მიმდევრებს სჯერათ, რომ მხოლოდ მტკიცე სულს შეუძლია სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ. მათი რწმენით, სავსებით შესაძლებელია სული ჩასახლდეს საპირისპირო სქესის ადამიანში ან თუნდაც ცხოველში. ჰინდუიზმი გულისხმობს "კარმის" ცნებას, იდეას, რომლის მიხედვითაც ინკარნაციისთვის მზადმყოფი სულის მომავალი მდგომარეობა განისაზღვრება მისი წინა ცხოვრების ქმედებებით. თუმცა დედამიწაზე ცხოვრება მათთვის არასასურველია, ვინაიდან სული მანამ რეინკარნირდება დედამიწაზე, სანამ არ მიაღწევს აღზევებას ნირვანას მდგომარეობამდე.
ბუდიზმი იზიარებს ჰინდუიზმის რამდენიმე ცნებას, თუმცა არის მნიშვნელოვანი განსხვავებებიც. მაგალითისთვის, ერთ-ერთი ბუდისტური მიმდინარეობა – თჰერავადა, რომელიც აზიის სამხრეთ ნაწილში იქნა გავრცელებული, ხაზს უსვამს 'ანარტის' დოქტრინას, ანუ ზოგადი პიროვნულობის არქონას, რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, ახალი პიროვნულობა იბადება, ხოლო სულს ისეთივე ფუნქცია გააჩნია, როგორიც თითქმის ჩამწვარ სანთელს, რომელიც ალს გადასცემს ახალ სანთელს.
რაც შეეხება კარმას, ბუდიზმში ეს ცნება შედარებით ბუნებრივი მხრიდან არის გაგებული: ახლიდან დაბადება არ არის დასჯის ერთ-ერთი მეთოდი, არამედ კარგი და ცუდი საქციელების ბუნებრივი შედეგია.
ანტიკურ საბერძნეთში მრავალი ბერძენი ფილოსოფოსის ნაშრომი იქნა შემონახული რეინკარნაციის შესახებ, მათ შორის სოკრატესა და პლატონის მოსაზრებები, რომლის მიხედვითაც ადამიანის სული არის უკვდავი, იგი არსებობდა დაბადებამდე და ასევე იბადება რამდენჯერმე; ყოველი სული ირჩევს მის შემდეგ ცხოვრებას, განვლილი პერიოდის გამოცდილების მიხედვით. თავდაპირველად არისტოტელეც იზიარებდა მისი მასწავლებლის, პლატონის ამ იდეას, თუმცა შემდგომში შეეწინააღმდეგა ყოველგვარ უკვდავებას და შექმნა ფილოსოფიის ახალი მიმდინარეობა - მატერიალიზმი.
რაც შეეხება ქრისტიანობას, ეს რელიგია ყოველგვარად უარყოფს სულის ახლიდან ჩასახლებას სხეულში. ადრეული ქრისტიანული ეკლესია სულთა გადასახლების შესახებ იდეას ებრძოდა. ეს იდეა ქრისტიანულ სამყაროში მანიქეველობისა და სხვა აღმოსავლური სწავლებების საშუალებით შემოიჭრა. ამ მოძღვრებასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული ორიგენეს ცრუსწავლება "სულთა წინარე ცხოვრებაზე", რომელიც სასტიკად იქნა დაგმობილი 553 წლის კონსტანტინეპოლის მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, ხოლო მისი მიმდევრები ანათემირებულ იქნენ. ეკლესიის მრავალი მამა წერდა ხსენებული ცრუსწავლების წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი წმიდა ამბროსი მედიოლანელი დასავლეთში, ხოლო აღმოსავლეთში – წმიდა გრიგოლ ნოსელი და სხვანი.
ბლოგზე მუშაობდა 165-ე საჯარო სკოლის მოსწავლე თეკლა ჭელიშვილი