ტრეფიკინგი

07 Aug 2019 Radio Helping Hand

ტრეგიკინგი ინგლისური სიტყვა, რომელიც ნიშნავს აკრძალული საქონლით ვაჭრობას. ეს ნიშნავს კონტრაბანდისტების ან სხვა დამნაშავე პირების მიერ ადამიანებით ვაჭრობას სექსუალური დამონების, იძულებითი შრომის, ან იძულებითი პროსტიტუციის მიზნით.
ტრეფიკინგი ადამიანების უფლებების სერიოზული დარღვევაა, რომელიც მსხვერპლს დიდ სულიერ და ფიზიკურ ზიანს აყენებს. ზიანი ხშირად ისეთი მძიმეა, რომ სამედიცინო ჩარევის შემთხვევაშიც კი ვერ ხდება მსხვერპლის ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის სრულად აღდგენა. ტრეფიკინგის დანაშაული სხვადასხვა ეტაპებისგან შედგება.
პირველი ეტაპი არის გადაბირება – მოტყუებით ან ძალისმიერი გზით.
მეორე ეტაპს წარმოადგენს გადაყვანა – კანონიერად თუ უკანონოდ საზღვრების კვეთა ან ქვეყნის ფარგლებში გადაადგილება.
მესამე ეტაპი კი ექსპლუატაციაა – ადამიანების მოვაჭრის მიერ მსხვერპლის გამოყენება ან გაყიდვა ფინანსური სარგებელის მიღების მიზნით.
ადამიანით ვაჭრობის სფეროში, საქართველო იყო მესამე კატეგორიის ქვეყანათა შორის, იგულისხმება ამ მხრივ ყველაზე ცუდი მონაცემების მიხედვით, სადაც ტრეფიკინგი ყვაოდა და დაბრკოლება არ ექმნებოდა გასული წლის პირველ ნახევრამდე.
ადამიანებით ვაჭრობა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დარღვევას და ადამიანის ღირსებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს. იგი ართმევს ბავშვებს უფლებას, შეინარჩუნონ იდენტურობა, მიიღონ განათლება, ჯანდაცვა, შეეძლოთ დასვენება და გართობა თავისუფალ დროს, ართმევს, ასევე, უფლებას, არ დაექვემდებარონ ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას. ევროპაში ბავშვების ტრეფიკინგი, ჩვეულებრივ, სექსუალური ექსპლუატაციის ან იძულებით შრომის მიზნით ხდება. ვინაიდან ტრეფიკინგის მსხვერპლ ბავშვებს არწმუნებენ, რომ მათ არ გააჩნიათ ალტერნატივა, ბავშვებს ხშირად არა აქვთ მოტივაცია, თავი დააღწიონ ამ მდგომარეობას.
ბლოგზე მუშაობდა 165-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ნიორაძე.