ქველმოქმედება

07 Aug 2019 Radio Helping Hand

 

დღეს გვინდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვან აქტივობაზე - ქველმოქმედებაზე გესაუბროთ.
ჩვენ ყოველდღიურად ვიგებთ უამრავი გაჭირვებული ადამიანის ისტორიას, რომლებიც დაუყონებლივ საჭიროებენ დახმარებას. მათ უმრავლესობას უსახსრობისა და სუსტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უხდება ცხოვრების უმძიმეს პირობებში გატარება. სანამ ჩვენ სახლში ვსხედვართ და იმაზე ვფიქრობთ თუ ხვალ რომელ რესტორანში დავსხდეთ და რა საჭმელი მივირთავათ, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკიდურეს პირობებში გადარჩენისთვის იბრძვის. ხშირად ცხოვრება იმდენად ქაოსურია, რომ გვავიწყდება იმ უმნიშვნელოვანესი პრობლემების შესახებ, რომლებიც გარშემო ხდება. ჩვენი მთვარი მიზანი ყოველდღიურად ხალხის დახმარება, სიკეთის კეთება და ისეთი პრობლემების გადაჭრა უნდა იყოს, რომელიც ჩვენ და ჩვენს გარშემომყოფთა ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. რათქმაუნდა, ყველას არ შესწევს იმის ძალა რომ აქტიური ქველმოქმედი გახდეს, მაგრამ მონდომებას წინ არაფერი უდგას. მთვარია ვეცადოთ, როგორც შევძლებთ ისე. თუ ჩვენი მცდელობა ერთი კონკრეტული ადამიანის დღეს მაინც შეცვლის მაშინ შეგვეძლება, ვთქვათ, რომ შრომას ტყუილად არ ჩაუვლია. იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როდესაც სხვის გაღიმებულ და იმედით სავსე სახეს ხედავ და იცი,რომ ამ ყველაფრის მიზეზი შენ ხარ. ყველაზე მნიშნელოვანი რაც გვმართებს ერთად ყოფნაა. ქართველი ხალხი ადრეული დროიდანვე ყველა წარმატებას ერთიანი მოქმედებით აღწევდა. სწორედ ასე უნდა ვიქცეოდეთ ერთმანეთის დახმარებისასაც.
არ გადააგდოთ ის ტანსაცმელი, რომელსაც უკვე წლებია აღარ იცვამთ, არ მოისროლოთ ნაგავში საჭმელი, რომელიც მაციავრში3 დღეა დევს, არ გადაყაროთ წიგნები, რომლებიც რახანია თაროზე აწყვია. გადით ქუჩაში და გარშემომყოფ გაჭირვებულებს დაურიგეთ ეს ყოველივე, ჩააბარეთ ეკლესიებში, აჩუქეთ ბებიებს, რომლებიც ცივ ზამთარში ლიმონს ყიდიან.
გავხადოთ მსოფლიო უკეთესი ადგილი საცხოვრებლად და შევეცადოთ ერთმანეთს ჩვენი ცხოვრების უმძიმეს წუთებში არ მოვაკლოთ მხარდაჭერა და დახმარება, იქნება ეს მატერიალური თუ სულიერი.
ბლოგი მომზადებულია თბილისის 165- ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ